როგორ ემზადება ოპოზიციური ალიანსი 26 მაისისთვის - Palitra News

როგორ ემზადება ოპოზიციური ალიანსი 26 მაისისთვის

2026-05-23 15:36:22+04:00

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე არც პარლამენტთან და ქუჩის სავალ ნაწილზე კონსტრუქციების და სცენების მოწყობის საშუალება არ ექნებათ. როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, აღნიშნულის შესახებ მის კითხვაზე პასუხი თბილისის მერიიდან მიიღო. ალიანსმა 26 მაისი, საპროტესტო აქციისთვის, სიმბოლურად შეარჩია. სურთ, დამოუკიდებლობის დღეს გააჟღერონ ის მთავარი გზავნილები, რომლებიც მათი აზრით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ალიანსის გარეთ მყოფი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 26 მაისი სახალხო დღესასწაულია და არ შეიძლბა ამ დღის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ქართული ოცნების წევრების განცხადებით კი, ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.