რა წერილი გამოუგზავნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ოპოზიციურ ალიანსს - Palitra News

რა წერილი გამოუგზავნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ოპოზიციურ ალიანსს

2026-05-23 15:37:07+04:00

საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა. წარმომადგენლობაში ასევე განმარტეს, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა არ მიუღია. ელჩისთვის ვადის გახანგრძლივებასთან ერთად, კვლავ განხილვის თემად რჩება წერილიც, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ოპოზიციურ ალიანსს გამოუგზავნა. წერილში საუბარია ქვეყანაში გაუარესებულ დემოკრატიულ ვითარებაზე. ევროკავშირი ადასტურებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ეს წერილი მკაფიოდ პასუხობს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და მიუთითებს მმართველი გუნდის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგებზე.