სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.