ყაჩაღობის ბრალდებით  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს - Palitra News

ყაჩაღობის ბრალდებით  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

2026-05-23 15:39:39+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიდევ ერთ საქმეზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს. დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.