ინიციატივა „ჯერ საქართველო“-ს წარმომადგენლებმა მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებთან საჯარო შეხვედრას გამართეს. როგორც ცნობილია, შეხვედრა ერთგვარი წინასაყრილობო შეკრება იყო, რომლის საბოლოო მიზანი პოლიტიკური პარტიის ფორმირებაა. დამფუძნებლების განცხადებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოება გაერთიანდეს მოაზროვნე სახელმწიფოს იდეის გარშემო. „საქართველოს ჯერია თავისუფალი ქართული აზრი, როგორც მთავარი ეროვნული რესურსი“ - აცხადებენ ინიციატივის წარმომადგენლები.