სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაასობრივად არ მოდის იმ ბრალთან, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წარდგენილი. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.