United States Department of State-ის წარმომადგენლები ოპოზიციას შეხვდებიან - რა გზავნილებს ელოდებიან თბილისში - Palitra News

United States Department of State-ის წარმომადგენლები ოპოზიციას შეხვდებიან - რა გზავნილებს ელოდებიან თბილისში

2026-05-25 09:22:15+04:00

დღეს საქართველო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტს ელოდება. არსებული ინფორმაციით, დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, ხოლო განხილვის მთავარი თემა, სავარაუდოდ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები იქნება. ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ინტერესებში ყოველთვის შედიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავება, თუმცა მათი შეფასებით, მმართველი პარტიის რიტორიკის ფონზე ეს პროცესი ამ ეტაპზე შეფერხებულია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების შენარჩუნების ინტერესს კვლავ გამოხატავს. დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერიც, რომელიც როგორც ოპოზიციის წევრებს, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.