დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მიერ გამართულ ტრადიციულ აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, „დაიცავი ილიაუნი“-ს ლაივმარათონსა და ხელმოწერების კამპანიაში საზოგადოების ყველაზე ღირსეული და სოლიდარული ნაწილია გაერთიანებული. ოპოზიციის წევრები მადლობას უხდიან, როგორც მარათონში ჩართულ მოქალაქეებს, ისე აქციაზე მყოფ მხარდამჭერებს, მათი თქმით, საზოგადოების ერთიანობა და თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.