საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება გრძელდება. რამდენიმე წუთში თავისუფლების მოედანზე, გენერალური რეპეტიციაც უნდა დაიწყოს. ამავდროულად, დამოუკიდებლობის დღეს, მასშტაბურ აქციას აანონსებს ოპოზიციური ალიანსი. მათი განცხადებით, წინააღმდეგობის მიუხედავად, გეგმები უცვლელია - მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. მათივე თქმით, 26 მაისი სრულიად საქართველოს ეკუთვნის და თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად მოქალაქეების მაქსიმალური ერთიანობა და აქტიურობა აუცილებელია. ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ აქციაში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს, აცხადებს, რომ 26 მაისი თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებული დღეა, ამიტომ ისინი ადგილზე მივლენ, როგორც მოქალაქეები და არა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები.