დონალდ ტრამპი - თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის წინა შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება - ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ - Palitra News

დონალდ ტრამპი - თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის წინა შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება - ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ

2026-05-25 09:29:25+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უცვლელია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმება სრულიად საწინააღმდეგო იქნება იმისგან, რაც მისმა წინამორბედებმა დადეს. მისივე თქმით, თეირანთან დადებული შეთანხმება იქნება ისეთი, რომლის მსგავსიც „არავის უნახავს“. თეთრი სახლის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ირანთან შეთანხმების პირობები ბოლომდე მიღწეული არ არის და ის ცუდ გარიგებებს არ დებს. ირანის პრეზიდენტი საპასუხოდ აცხადებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს და სხვადასხვა გზით შეთქმულებას აწყობს რეგიონში ომის, არასტაბილურობისა და განხეთქილების შესანარჩუნებლად. ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის. რაც შეეხება ისრაელს, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება ბირთვულ საფრთხეს უნდა გამორიცხავდეს.