საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება კულმინაციას უახლოვდება. თავისუფლების მოედანზე, გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიციას გადიან წვევამდელებიც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. თავისუფლების მოედანზე უკვე განლაგებულია სამხედრო ტექნიკაც.