დამოუკიდებლობის დღეს, საზოგადოების წინაშე საკუთარი გეგმით წარდგენას აპირებს ოპოზიციური ალიანსი. 9 ოპოზიციური სუბიექტი მასშტაბურ აქციას აანონსებს და მოქალაქეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირის მიმრთულებით დაგეგმილ მსვლელობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის მეორე ნაწილი პოლიტიკურ აქციაში უშუალო მონაწილეობას არ აპირებს. ისინი აცხადებენ, რომ 26 მაისი თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის , ამიტომ ადგილზე მივლენ, როგორც მოქალაქეები და არა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები. როგორ ხვდებიან დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციაში? მაშო დიასამიძე მოგვიყვება ქართული ოცნების ოპონენტების დღის წესრიგის შესახებ.