ჯერ აცხადებდნენ „არავინ მოვაო“. თუ არავინ მოვა, რატომ ეშინიათ სცენის დადგმის? ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი მოვა - ასევე, დავინახეთ პირველი უკან დახევაც, რომ არც მსვლელობაში და არაფერში ხელს არ შეგვიშლიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მათ ბარიერებს ხელოვნურად უქმნიან.
„26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე და ამ დღეს ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ ის უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში არის, მიუღებელია. ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურ, განვითარებულ, რეგიონის ლიდერსა და ევროკავშირის წევრ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანია. სწორედ, ამ ერთობის გამოხატულებაა 26 მაისი.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ჯერ აცხადებდნენ - „არავინ მოვაო“. თუ არავინ მოვა, რატომ ეშინიათ სცენის დადგმის? ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი მოვა და ვაცხადებთ, რომ ხმის აპარატურა გვჭირდება, რომ ადამიანებს ვესაუბროთ, პროცესიც ხომ უნდა ვმართოთ, მაგრამ ბარიერებს გვიქმნიან.
ასევე, დავინახეთ პირველი უკან დახევაც, რომ არც მსვლელობაში და არაფერში ხელს არ შეგვიშლიან. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე მშვიდად და წყნარად ჩაივლის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ოპოზიციური ალიანის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის ნებართვას არ აძლევენ.