ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები 24-29 მაისს თბილისში შეხბედრებს გამართავენ. ამერიკის საელჩოს განმარტებით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რათა ორი ქვეყანა დადგეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის გაზრდილი კეთილდღეობის გზაზე. სულ რამდენიმე საათში თბილისში ჩამოსული ამერიკელი დიპლომატები ოპოზიცია შეხვდებიან. ამჯერად რა ექნება სათქმელი "ქართული ოცნების" ოპონენტებს ამერიკული მხარისთვის და პირიქით?