თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის გენერალური რეპეტიცია გაიმართა - Palitra News

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

2026-05-25 15:45:10+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება კულმინაციას უახლოვდება. თავისუფლების მოედანზე, გენერალური რეპეტიცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელებმაც , რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. თავისუფლების მოედანზე უკვე განლაგებულია სამხედრო ტექნიკაც. ღონისძიება ხვალ 11 საათზე დაიწყება.