„გახარია საქართველოსთვის“ ანექსიის წინააღმდეგ პარლამენტში რეზოლუციას აინიცირებს - რა წერია რეზოლუციის პროექტში - Palitra News

„გახარია საქართველოსთვის“ ანექსიის წინააღმდეგ პარლამენტში რეზოლუციას აინიცირებს - რა წერია რეზოლუციის პროექტში

2026-05-25 15:49:52+04:00

„გახარია საქართველოსთვის“ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტს აინიცირებს. ექსპრემიერის გუნდი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეწყვიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას.