საქართველოში ვიზიტები შეიძლება შედგეს, მაგრამ ქვეყნის განვითარება და დიდი მასშტაბის პროექტები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამას სჭირდება რადიკალური ცვლილებები პოლიტიკაში და ამას დემოკრატიული არჩევნების გარეშე ვერ მივაღწევთ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები.
„შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ. მთავარი არის ის, რომ აშშ-ს ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ ამერიკის პარტნიორი და არა რუსეთის. პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, ვცილდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს.
ურთიერთობების აღდგენას სჭირდება ცვლილებები. როდესაც რეპრესიაა, პოლიტიკური პატიმრებია, არ არის თავისუფალი არჩევნების პერსპექტივა, ასეთ ვითარებაში აშშ-ი იმ ფუნქციონალური სისავსით, ვერ აღადგენს ურთიერთობებს. ვიზიტები შეიძლება შედგეს, მაგრამ ქვეყნის განვითარება და დიდი მასშტაბის პროექტები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამას სჭირდება რადიკალური ცვლილებები პოლიტიკაში და ამას დემოკრატიული არჩევნების გარეშე ვერ მივაღწევთ,- აცხადებს გიგი წერეთელი.