„ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ჩვენ წარმოვადგეთ ქრისტიან-დემოკრატიულ კონსერვატიულ პლატფორმას, ასევე, არიან ლიბერალური პლატფორმის წარმომადგენლები - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში აღდგეს დემოკრატია, არ იყოს ტერორი, გაჩნდეს პერსპექტივა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავა, 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხვალინდელი აქცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან.
„ხვალინდელი აქცია იქნება მშვიდობიანი. თუ გვინდა, რომ რეალურად დასრულდეს პოლიტიკური კრიზის ქვეყანაში, ერთად უნდა ვიყოთ. ერთად არა იმიტომ, რომ ჩვენ განსახლებული მოსაზრებებს ძალები ვართ, „ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ჩვენ წარმოვადგეთ ქრისტიან-დემოკრატიულ კონსერვატიულ პლატფორმას, ასევე არიან ლიბერალური პლატფორმის წარმომადგენლები, - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში აღდგეს დემოკრატია, არ იყოს ტერორი, გაჩნდეს პერსპექტივა. ამიტომ, ყველანი ერთად ვიკრიბებით, ხვალ, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან.
ეს არის მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში კი არ ჩამოდის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, არამედ ერევანში ჩადის. ეს, მათ შორის, განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო პერსპექტივასაც - მოხდება თუ არა ურთიერთობების გადატვირთვა, რომელიც აშშ-ს სურს. ივანიშვილის გამო დაიკარგა სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველო აღმოჩნდა საემიგრაციო ბლოკადაში“, - აცხადებს ფარულავა.
ფარულავას თქმით, ხვალინდელი აქციის დღის წესრიგს განსაზღვრავს, პროტესტზე მისული ხალხის რაოდენობა.
„ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მიტინგი არ იყოს ხმაურიანი, მათ უნდათ ასე იყოს, მაგრამ ჩვენი ერთობა განსაზღვრავს იმ დღის წესრიგს, რაც იქნება ამ აქციაზე. თუ აპარატურას არ შეგვატანინებენ, თუ ბევრი ადამიანი მოვა, ეს იქნება ყველაფერზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ბევრი ვიქნებით“, - დასძენს ფარულავა.