„საბოტაჟის საქმეზე“ ბრალდებული ოპოზიციონერების პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა - Palitra News

„საბოტაჟის საქმეზე“ ბრალდებული ოპოზიციონერების პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა

2026-05-25 20:49:15+04:00

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში გაიმართა.

პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოადგინა. სხდომას ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე არ დასწრებიან.

საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ბრალდებები მოიცავს საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, მატერიალური რესურსების მიწოდებასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე წარდგენილი მუხლები 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.