აშშ-ის დელეგაცია თბილისში - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

აშშ-ის დელეგაცია თბილისში - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-25 20:53:11+04:00

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განახლება და სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფორმატი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის პრინციპით, პრაქტიკულად, თავიდან განახლდეს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

თბილისში მყოფი ამერიკული დელეგაცია ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა - განხილვის მთავარი საკითხები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, მიმდინარე გამოწვევები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლო გზები იყო.