მთავრობის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა - Palitra News

მთავრობის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა

2026-05-25 21:01:32+04:00

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცახდებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გასულ წელს 7.1 %-მდე შემცირდა.

მთავრობის შეფასებით, გასულ წელს სიღარიბე დაახლოებით 90 ათასმა მოქალაქემ დაძლია, ხოლო 2020 წლის შემდეგ მაჩვენებელი ქვეყანაში სამჯერ შემცირდა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად დადებითი დინამიკისა, ასობით ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რის გამოც სახელმწიფოს ყურადღების მოდუნების უფლება არ აქვს.