ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა და მათ არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრის მთავარი თემა ამომრჩევლის როლი, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენა იყო.
კალანდარიშვილმა ასევე იმ პროგრამებსა და საინფორმაციო ინსტრუმენტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა საშუალებითაც საარჩევნო ადმინისტრაცია საზოგადოებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს.