პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ პარლამენტში რეზოლუციის პროექტის დაინიცირებას გეგმავს.
ინიციატივა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის 9 მაისს გაფორმებულ შეთანხმებას და ოკუპირებული რეგიონის მიმართ მიმდინარე პოლიტიკას შეეხება.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა საკითხს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს, ხოლო ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს.
ამ ინიციატივას „ქართულ ოცნებაში“ კრიტიკულად შეხვდნენ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ოკუპაციის დასრულებისთვის ყველა დონეზე მუშაობს და დამატებითი პოლიტიკური განცხადებები რეალურ შედეგს არ მოიტანს.