საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებისთვის მზადება დასკვნით ეტაპზე გადავიდა - თავისუფლების მოედანზე გენერალური რეპეტიცია გაიმართა და მასში თავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად წვევამდელებიც იყვნენ ჩართული. ისინი 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდებიან. ფიცის დადების ცერემონია მხოლოდ თბილისში არ გაიმართება - წვევამდელები სამხედრო ფიცს საქართველოს კიდევ 12 ისტორიულ ლოკაციაზე დადებენ. თავისუფლების მოედანზე უკვე განთავსებულია სამხედრო ტექნიკაც. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალ, 11 საათზე დაიწყება.