[ოპოზიციის ალიანსის] ხვალინდელი შეკრება კრახით დამთავრდება , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ კითხვას.
კირცხალიას თქმით, „ტრაგიკომიკურია, როდესაც გაშიფრული აგენტურა“ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აწყობს.
უმრავლესობის ლიდერი 26 მაისის საპროტესტო აქციის ავტორებს და „სცენარის ავტორებს“ მიმართავს, რომ „ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს“, ხოლო შესაბამის ორგანოებს არა მხოლოდ ნანახი, არამედ შესწავლილი.
„[ოპოზიციის] მათი მიზანი ცნობილია. მათ თავის დღის წესრიგი არ აქვთ. მათი დღის წესრიგი არის ერთი.... უბრალოდ, არ ვიცი ამ ეტაპზე, ამ აქციის დაგეგმვაზე მიიღეს თუ არ არა პირდაპირი მითითებები, თუ დაუტოვეს ოთახი თავიანთი ინტერპრეტირებისთვის. ფაქტია, რომ დაუტოვეს ოთახი ინტერპრეტირებისთვის, რადგან იმდენად აბსურდულ და საღ აზრს მოკლებულ განცხადებებს ვისმენთ მათი მხრიდან. ეს არ არის გასაკვირი. თვე - ნახევრის , თუ ორი თვის წინ დააანონსეს, რომ 26 მაისს აპირებდნენ საყოველთაო ოპოზიციურ შეკრებას. კითხვა მაქვს: რის საფუძველზე, ვინ არის ოპოზიცია, რომელი მათგანია ოპოზიცია , რას აპროტესტებენ, რა იდეით გამოდიან. ისინი რა იდეითაც გამოდიან , მაგ იდეაზე უკვე უარი უთხრა ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია, არა მარტო ჩვენმა საზოგადოებამ, მათმა გათითოკაცებულმა პარტაქტივმაც.
ასევე, საკმაოდ ტრაგიკომიკურია, როდესაც აგენტი, გაშიფრული აგენტურა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე გიწყობს აქციას ქვეყნის მთავარ გამზირზე. როგორც დაანონსების დღიდან იყო ეს ყველაფერი კრახისთვის განწირული, ისე დამერწმუნეთ, კრახით დამთავრდება ხვალინდელი მათი შეკრებაც. ხოლო ასეთი ყოველგვარ აზრს მოვლენილიყო განცხადებები და სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სხვადასხვა აქტორის მხრიდან, მათი ე.წ. ალიანსიდან, ჯერ მარტი ალიანსი არ გაიშვა, ემსახურება ერთს: მაქსიმალურად შექმნან, თუ ექნებათ ამის საშუალება, (დამერწმუნეთ ვერ ექნებათ საშუალება) რაიმე ლოკალური დაბრკოლება სხვადასხვა ლოკაციაზე, იქნება ეს სცენის დადგმის დროს და ა.შ. მათ და მათი სცენარის ავტორებს ვეტყვით, რომ ჩვენ ეს ფილმი არაერთხელ გვაქვს ნანახი,როგორც ჩვენ საზოგადოებას, ასევე, მათი სცენარის ავტორებს არაერთხელ აქვთ ნანახი. შესაბამის ორგანოებსაც არა მხოლოდ ნანახი, არამედ კარგად აქვთ შესწავლილი მათი ხელწერა. ყველაზე მთავარია, ჩვენ და ყველა ინსტიტუციამ კარგად ვიცით, როგორც მათი პატრონები, ასევე, ისინი არიან წამსვლელები. ასე, რომ ხვალ კიდევე ერთხელ მათი გულშემატკივრები ქვეყნის გარეთ და ჩვენი საზოგადოება , რომელიც აღვნიშნავთ ქვეყნის დღეობას, კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ უსუსურ სახეს და ქმედებას, მარშს თუ მსვლელობას“, - აღნიშნა კირცხალიამ.