Reuters - ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა - Palitra News

Reuters - ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა

2026-05-25 22:53:12+04:00

ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა აშშ-ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ შეიზღუდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება ირანში ინტერნეტი ან როგორ შეუერთდება ქვეყანა საერთაშორისო ქსელს.

ინტერნეტ მონიტორინგის ორგანიზაცია NetBlocks-ის ცნობით, ირანში მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა 87 დღეა არ აქვს.