თბილისში კერძო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს - Palitra News

თბილისში კერძო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

2026-05-25 23:22:48+04:00

თბილისში, ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.