არის თუ არა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობა?! - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ვითარების გაუმჯობესება და ევროპულ კურსზე დაბრუნება ის ძირითადადი ასპექტებია, რაც ორ წვეყანას შორის ვითარებას გააუმჯობესებს. მათი განმარტებით, საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში დასავლეთისგან იზოლაციაში ექცევა, რის ფონზეც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის აღდგენა არარეალურად მიაჩნიათ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო ამერიკასთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის და სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენისთვის მზაობას გამოთქვამს, ხოლო შემდეგ ნაბიჯებს ამერიკისგან ელოდება.