საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - შემცირდა. ამ განცხადებას ოპოზიციაში სიცრუეს უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ რეალურად საქართველოში სიღარიბე მძვინვარებს და რეალურად ქვეყანაში ეკონომიკა უარყოფით მაჩვენებელზეა. მათი განმარტებით, ამას მიგრაციის გაზრდაც ადასტურებს.