ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელიც შემცირდა. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა. 2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9 პროცენტს გაუტოლდა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.