მიმდინარე წლის აპრილში სებ-მა Bmatch-ის პლატფორმაზე 333 მლნ დოლარზე მეტი შეიძინა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აპრილის მდგომარეობით 6.47 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, აპრილში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 333 მილიონ 300 ათასი დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 833 მლნ დოლარი შეადგინა.