პოლიციის თანამშრომლებმა ოპოზიციურ ალიანსს დღევანდელი აქციისთვის განკუთვნილი ტექნიკის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცა.
„პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას, ვერ ვხვდები“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გოგა მემანიშვილმა.
მემანიშვილის მითითებით სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც რუსთაველზე ტექნიკა შეჰქონდა, უკან გააბრუნეს.
„წერილობითი პასუხი გაეცათ აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით შეიტანეს განცხადება და მაგასთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, გავერკვევით და გეტყვით. რომელიმე აქციის მონაწილეს ან ორგანიზატორს გავესაუბრებით“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.