საქართველო 26 მაისს აღნიშნავს - მთავარი გზავნილები ხელისუფლებისა და პატრიარქისგან - Palitra News

საქართველო 26 მაისს აღნიშნავს - მთავარი გზავნილები ხელისუფლებისა და პატრიარქისგან

2026-05-26 15:37:44+04:00

108 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან - ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს, როცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117-წლიანი პერიოდი დასრულდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა. ტრადიციულად წელსაც თბილისსა და საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველო ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და ეროვნული ინტერესები ეს იყო სიტყვით გამომსვლელთა მთავარი გზავნილები.