საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. მეგობარი, მეზობელი და პარტნიორი სახელმწიფოებისგან მისალოცი წერილები მიიღეს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ყაველაშვილმა. მხარეები კვლავ ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.