ოპოზიციის აქცია და მარში 26 მაისს - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა დღეს გახდება ცნობილი - Palitra News

ოპოზიციის აქცია და მარში 26 მაისს - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა დღეს გახდება ცნობილი

2026-05-26 15:42:31+04:00

ორთვიანი მობილიზაციის კამპანიის კულმინაცია ოპოზიურმა ალიანსმა 26 მაისს დაამთხვია, სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისინი საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ. როგორც ამბობენ, დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როცა პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რისი საბოლოო შედეგი ქართული ოცნების მშვიდობიანი ცვლილება უნდა იყოს. ალიანსის წევრი პოლიტიკოსები დღეს საკუთარი სამოქმედო გეგმის წარდგენასაც გეგმავენ. ისინი მოქალაქეებს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაელოდებიან, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. რა ეტაპზეა სამზადისი? სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.