გოგა მემანიშვილი - უფლებას ვერ მივცემთ, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ - განცხადებაზე შსს-ს პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ვადაში ვერ ეტევიან, დიახ - პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს - Palitra News

გოგა მემანიშვილი - უფლებას ვერ მივცემთ, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ - განცხადებაზე შსს-ს პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ვადაში ვერ ეტევიან, დიახ - პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს

2026-05-26 15:56:10+04:00

უფლებას ვერ მივცემთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ - [განცხადებაზე] პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ვადაში ვერ ეტევიან, დიახ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც 5 დღით ადრე უნდა შეეტანა.

მემანიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„მრავალრიცხოვანი აქცია იყო წინასწარ დაანონსებული. განცხადება შემოვიდა ჩვენთან და შესაბამისი პასუხი გაეცათ. განცხადება დახარვეზდა. ამის შემდეგ დააკორექტირეს და შემოიტანეს [ახალი განცხადება]. უბრალოდ, 5 დღით ადრე უნდა შემოეტანათ და შემოიტანეს გუშინ, 1 დღით ადრე, შესაბამისად, დღეს უფლებას ვერ მივცემთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ. [განცხადებაზე] პასუხს მიიღებენ, პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ვადაში ვერ ეტევიან, დიახ,“ - განაცხადა მემანიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო “ოპოზიციურ ალიანსს” პარლამენტის ტერიტორიასთან დაგეგმილი აქციისთვის სცენის მონტაჟის უფლებას არ აძლევს.