სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიას.
სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს TRIPP (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების ჩარჩო მემორანდუმს.
ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვართნოცის აეროპორტში გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის დედაქალაქს მეუღლესთან ერთად რამდენიმე საათიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩაფრინდა. ის სომხეთიდან ვაშინგტონში გაემგზავრება.