ვუსურვებ ქართველ ხალხს თავისუფლებას, ნამდვილ თავისუფლებას, ნამდვილ დამოუკიდებლობას! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს!
108 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუმცა ეს 108 წელი იყო ბრძოლა ისევ თავისუფლებისთვის, ისევ დამოუკიდებლობისთვის.
ვუსურვებ ქართველ ხალხს თავისუფლებას, ნამდვილ თავისუფლებას, ნამდვილ დამოუკიდებლობას! ვუსურვებ პოლიტპატიმრებისგან თავისუფალ საქართველოს! ვუსურვებ ქართველ ხალხს თავისუფლებას სიღარიბისგან, ჩაგვრისგან, დევნისგან და რეპრესიებისგან.
ჩვენ ამ ბრძოლას ერთად ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ ნამდვილ, ძლიერ და თავისუფალ საქართველოს!“, - აცხადებს კუპრაძე.