არარატ მირზოიანი - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ - Palitra News

არარატ მირზოიანი - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ

2026-05-26 17:42:44+04:00

შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანეთ და მას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა დავარქვით, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ შევძელით შეერთებულ შტატებთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პარაფირება TRIPP-ის პროექტზე. ადრე ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების, ბირთვული ენერგეტიკის შესახებ და ახლახან ხელი მოვაწერეთ ახალ დოკუმენტს იშვიათი ლითონების შესახებ“, - აღნიშნა მირზოიანმა.

მისი თქმით, მან ახალი დოკუმენტი სასარგებლოა სომხეთისთვის და უპრეცედენტო შესაძლებლობებს ხსნის ქვეყნისთვის.