ნიკა გვარამია - გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს, ახლა გვჭირდება რაოდენობის ტესტის გავლა - Palitra News

ნიკა გვარამია - გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს, ახლა გვჭირდება რაოდენობის ტესტის გავლა

2026-05-26 19:37:13+04:00

გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს, ახლა გვჭირდება აუცილებლად რაოდენობის ტესტის გავლა, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ეს არის ერთგვარი ახალი ტალღა, რომელიც, იმედია, პროტესტის გადატვირთვას გამოიწვევს და რაღაც ახალ ენერგიას შემოიტანს".

"გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს. წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ეს პროტესტი უწყვეტადმიმდინარეობს. ახლა გვჭირდება აუცილებლად რაოდენობის ტესტის გავლა. ერთმანეთიც უნდა დავინახოთ, მსოფლიომაც უნდა დაგვინახოს და ქართველებმაც უნდა დაგვინახონ - ემიგრანტებმაც, აქაც, ვინც რეგიონებშია და.შ. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ერთად ვგეგმავთ, ერთად ვიმარჯვებთ. აუცილებელია ჩვენი კომუნიკაცია ერთმანეთთან," - განაცხადა გვარამიამ.