თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან "ოპოზიციური ალიანსის" მიერ ორგანიზებული მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და პლაკატებით პარლამენტის შენობის მიმართულებით დაიძრნენ.
ადგილზე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები, რომელთათვისაც "ქართული ოცნების" დღევანდელისაშინაო თუ საგარეო პოლიტიკა მიუღებელია.
როგორც "ოპოზიციისალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები აცხადებენ, მათაქციისთვის განკუთვნილი აპარატურისგანთავსების უფლება საბოლოო ჯამში არ მისცეს, თუმცა ისინი შეეცდებიან შეკრებილ მოქალაქეებს საკუთარი ხმა მაინც გააგონონ.