ოპოზიციურმა ალიანსმა საპროტესტო კამპანიის ახალი ეტაპი დღევანდელ დღეს, 26 მაისს დაუკავშირა - სწორედ ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითი მოქალაქეებმა დაიწყეს მსვლელობა, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირამდე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ მსვლელობას შეუერთდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებიც და ადგილზე მიმდინარეობს მათ დასახმარებლად თანხის შეგროვების პროცესი. ამავდროულად, კვლავ გაურკვეველია, მოახერხებენ თუ არა დემონსტრანტები საპროტესტო აქციის ჩასატარებლად საჭირო ატრიბუტიკის შეტანას ჭანტურიას ქუჩაზე - სწორედ იქ, სადაც დაგეგმილია მათი საბოლოო შეკრება.
ოპოზიციური გაერთიანების შეფასებით, ორთვიანი მობილიზაციის შემდეგ პროცესი პოლიტიკურ ფაზაში უნდა გადავიდეს, რომლის საბოლოო მიზნად ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება განიხილება.
ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი შეკრება მხოლოდ საპროტესტო დემონსტრაციით არ შემოიფარგლება და მომავალ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც განსაზღვრავს.