პარლამენტის შესასვლელები დამატებითი რკინის ჯებირებით გაამაგრეს. აღნიშნული, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება.
რაც შეეხება სამართალდამცველთა მობილიზებას, ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციელთა მხოლოდ მცირე რაოდენობა დგას, თუმცა მედიის ინფორმაციით, საპოლიციო ძალები პარლამენტის შენობაში შეიყვანეს. ასევე, ცალკეული მედიასაშუალების ცნობით, დიდი რაოდენობის პოლიციელია მობილიზებული მთლიანად ე.წ. სამთავრობო კვარტალში.