საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი გავიდა - Palitra News

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი გავიდა

2026-05-26 20:46:54+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი გავიდა - ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს, რომელმაც 117-წლიანი იმპერიული მმართველობა დაასრულა და ქართული სახელმწიფოებრიობის ახალი ეტაპი შექმნა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელსაც თბილისში და ქვეყნის 12 ისტორიულ ლოკაციაზე გაიმართა. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.

თავისუფლების მოედანზე გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე საზოგადოებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახალმა პატრიარქმა, შიო მესამემ მიმართეს. სიტყვით გამოსვლებში განსაკუთრებული ყურადღება ეროვნულ იდენტობას, სარწმუნოებას, ტრადიციების მნიშვნელობასა და სახელმწიფო ინტერესების დაცვას დაეთმო.

სადღესასწაულო პროგრამა დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდა და დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე არაერთი ღონისძიება გაიმართა.