პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Palitra News

პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

2026-05-26 21:10:28+04:00

პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტთან მივიდნენ: „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები და მოქალაქეები.

ოპოზიციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ხმის გამაძლიერებლებს მიიტანენ პარლამენტის შენობასთან და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.