ავტომანქანა, რომლითაც რუსთაველის გამზირზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს, სამართალდამცავებმა ნიკოლაძის ხუთ ნომერში გააჩერეს.
როგორც “ოპოზიციური ალიანსის” წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, სამართალდამცავებმა ავტომობილი წაიყვანეს, ხოლო მძღოლი 1 000 ლარით დააჯარიმეს და მძღოლს მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს.
როგორც „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, მსგავსი „ლაჩრული“ ქცევის არის ეშინია.
„დაახლოებით, ათი ეკიპაჟი მოვიდა, ალყაში მოგვაქციეს, გადმოიყვანეს მძღოლი მანქანიდან. ამ პოლიციელებმა მანქანა წაიყვანეს, გაგვტაცეს. მძღოლი ათასი ლარით დააჯარიმეს და მართვის უფლება შეუჩერეს ერთი წლით, ადამიანს, რომელსაც არაფერი დაშავებია. ამათთან სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, მაგრამ როგორ არიან შეშინებულები, ცხადია. ბრძოლა გაგრძელდება, ამათი არავის ეშინია, ამ ლაჩარი და კუდში მადევარი ხალხის. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ბრძოლა იქნება ბოლომდე“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.