რა დაანონსა "ოპოზიციურმა ალიანსმა" 26 მაისის საპროტესტო აქციაზე - Palitra News

რა დაანონსა "ოპოზიციურმა ალიანსმა" 26 მაისის საპროტესტო აქციაზე

2026-05-27 10:01:12+04:00

გუშინ, 26 მაისს თბილისში გამართული დემონსტრაციის შემდეგ „ოპოზიციურმა ალიანსმა“ საპროტესტო პროცესის ახალი ეტაპი დააანონსა. 9 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქვეყანა ახალ არჩევნებსა და პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებას იხილავს.

დამოუკიდებლობის დღის განმავლობაში ალიანსის წევრები რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციებისა და ტექნიკის შეტანას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.