26 მაისის აქციის შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში უცვლელი გზავნილები ისმის - პროტესტი გაგრძელდება და აქცენტი ახალ არჩევნებზე გაკეთდება.
9 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ გააგრძელებენ, მათ შორის რეგიონებშიც. ამავდროულად, ისინი საპროტესტო პროცესის ახალი ტალღის დაწყებას აანონსებენ.
ალიანსის შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესის საბოლოო შედეგი სამართლიანი არჩევნები უნდა გახდეს. ოპოზიციის სამომავლო გეგმებსა და ტაქტიკას აქტიურად განიხილავენ პოლიტიკის ექსპერტებიც.