ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ირანულ სავაჭრო გემებზე თავდასხმებში ადანაშაულებს - Palitra News

ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ირანულ სავაჭრო გემებზე თავდასხმებში ადანაშაულებს

2026-05-27 10:06:31+04:00

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალია - ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ირანულ სავაჭრო გემებზე თავდასხმებში ადანაშაულებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონმა შეთანხმების გამოცხადების შემდეგაც გააგრძელა უკანონო მოქმედებები და ბოლო 28 საათში ცეცხლის შეწყვეტის პირობები უხეშად დაარღვია.

უწყების ცნობით, ეს პროცესები იმ დროს მიმდინარეობდა, როცა პაკისტანის შუამავლობით დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თეირანში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ქმედებები მორიგი მოტყუებისა და ღალატის მაგალითია.