ევროკავშირი უკრაინიდან გასვლას არ გეგმავს, მიუხედავად რუსეთის მუქარებისა - ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.
კატარინა მატერნოვას თქმით, მოსკოვი დიპლომატებსა და უცხოელებზე ზეწოლით შიშისა და პანიკის დათესვას ცდილობს, თუმცა ამ მიზანს ვერ მიაღწევს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“ დაარტყამენ. პარალელურად, მოსკოვმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების ჩათვლით, კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.